მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. კერძოდ, შეფასება უნდა იყოს ინტეგრირებული საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და , ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს , რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში არსებულ დონეებზე. აღინიშნა, რომ თუკი გავითვალისწინებთ მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს , შევუქმნით მოქნილ სასწავლო გარემოს ადვილად შევძლებთ მივაღწიოთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს. დიფერენცირებული სწავლების დროს სწორად უნდა განისაზღვროს სირთულის დონე, რადგან მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ, როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში, შინაარსობრივ ნაწილსა და დავალებების შესრულების სტრატეგიებში, რომელთა ფლობა და შესრულება რთული იქნებოდა დახმარების გარეშე.
დღეს ვიმუშავეთ word- ში და power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში.გავეცანით Viewer-ის სახელმძღვანელოში მოცემულ სხვადასხვა შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. შევიტანე ცვლილებები პროექტის გეგმაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий