პირველი და მეორე დღე: ტრენინგის დასაწყებისას მოხდა ურთიერთგაცნობა. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი და ამოცანები. გავევანით ელექტრონულ სახელმძღვანელო ,,viever"-ს. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,. შევქმენით ახალი ბლოგი ვისაუბრეთ როგორ უნდა დაეხმაროს პროექტი მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
პროექტი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს,მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.
მესამე დღის რეფლექსია. დავგეგმეთ პროექტი , რომელზეც ვიმუშავებთ. შევარჩიეთ ესგ-დან მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები. ვიმუშავეთ , თუ როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები. სასწავლო გეგმაში ჩავწერეთ მიზნები, რომელიც გათვლილია მაღალ სააზროვნო უნარებზე.ამ უნარების განვითარებისათვის აუცილებელია სწორად იქნას დასმული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. ამ მიმართულებით ვიმუშავეთ პრაქტიკულად და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები . დღემ საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა.
შევქმენით პუბლიკაცია პროექტის თემაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий