ეს მოდული დამეხმარა , დავფიქრებულიყავი , რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ,დღეს განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. გავეცანით იმ ინტერაქტიურ ინტერნეტრესურსებს, რომლებიც ხელს შეგვიწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. გავეცანით იმ ვებსაიტებს , რომელთა გამოყენებაც სასარგებლოა ინფორმაციის ეფექტურად მოძიებისათვის.
გავეცანით, ელექტრონული მედიის გამოყენებისას. თუ როგორ უნდა დავიცვათ სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს. კერძოდ,ინტერნეტ მასალის გამოყენებისას უნდა გავაკეთოთ გადმოწერილი სურათების, აუდიოფაილებისა და ტექსტის დოკუმენტირება.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий