Translate

воскресенье, 26 июня 2016 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტის პორტფოლიოს დასრულებაზე და მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის. დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
პროექტის ჩვენების დადებით მხარეზე ფიქრისას მნიშვნელოვანია , თუ როგორ მოვაწყობთ პროექტის ჩვენებას კლასში, აუდიტორიის წინაშე.  შესაძლებელია გამოვიყენოთ მცირე ჯგუფებში ჩვენება-რაც გულისხმობს 4-5 კაციან ჯგუფს, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევარს და გაუზიარებენ უკუკავშირს.  როტაციის პრინციპი- გულისხმობს მოსწავლეთა ნაწილის დგომას კომპიუტერებთან და მეორე ნაწილისა და სტუმრების გადაადგილებას მათი კომპიუტერებისკენ , რომლებიც აფასებენ მათ ნამუშევარს. ეს აქტივობა სრულდება ჯგუფური დისკუსიით.
მთლიან ჯგუფთან-რაც  გულისხმობს თითოეული მოსწავლის მიერ პროექტორით თავისი ნამუშევრის ჩვენებას.  გამოიყოფა დრო კითხვებისათვის. შეფასების ჯგუფი შეფასების რუბრიკით აფასებს პრეზენტაციას.
ინტელის ტრენინგი 9 დღეს გრძელდებოდა. ყველა დღე საინტერესო და დატვირთული იყო. ცოდნა ,რომელიც მივიღეთ ამ დღეებში ნამდვილად გამოგვადგება ჩვენს  პრაქტიკულ საქმიანობაში. ტრენინგის მსვლელობისას ვმუშაობდი პროექტზე -სულხან-საბას ნაკვალევზე. პროექტის  შექმნის ყველა ეტაპი გავიარეთ და მისი წარდგენა მოვახდინეთ მოდულის ბოლო დღეს. ჩემი და ჩემი ჯგუფის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერ ლილი ზოიძეს, რომელმაც დიდი ენტუზიაზმით და გულისხმიერებით იმუშავა ჩვენთან, მოგვაწოდა სიახლეები და გვასწავლა ,თუ როგორ გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში. მადლობას  ვუხდი განათლების სამინისტროს ასე რომ ზრუნავს ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.


   


მეექვსე და მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ იმ რესურსების შექმნა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს   პროექტზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირებადი  უნარის განვითარებაში.  შაბლონები, ფორმები. გავეცანით საბლონებისა და  ფორმეების ნიმუშებს.შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.გადავხედეთ  ჩვენი პროექტის გეგმას და შევიტანეთ ცვლილებები.
განვიხილეთ სწავლების ეფექტურობისათვის როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები და როგორ მოვახდინოთ მათი შეფასება. განვიხილეთ კითხვის დასმის სხვადასხვა ტექნიკა, რადგან კითხვების მეშვეობით მოსწავლეთა კომუნიკაციის წახალისება  ეფექტური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი გაკვეთილები დაგეგმილი უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებულ  სწავლებაზე,  მასწავლებელი-ფასილიტატორი ისე ვუკეთებთ ორგანიზებას რესურსებს, რომ მოსწავლეს მივცეთ სწორი მიმართულება როგორ ისწავლონ.  ვისაუბრეთ სწავლების სტრატეგიებზე მცირე და დიდი ჯგუფებში. შემდეგ დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე და  დავიწყეთ ფიქრი მის განხორციელებაზე.

воскресенье, 19 июня 2016 г.

მეხუთე და მეექვსე (ორი აქტივობის) მოდულების რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.  კერძოდ, შეფასება უნდა იყოს ინტეგრირებული საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს. მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და , ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს , რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
 ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში არსებულ დონეებზე. აღინიშნა, რომ  თუკი გავითვალისწინებთ მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს , შევუქმნით მოქნილ სასწავლო გარემოს ადვილად შევძლებთ მივაღწიოთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს. დიფერენცირებული სწავლების დროს სწორად უნდა განისაზღვროს სირთულის დონე, რადგან მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ, როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში, შინაარსობრივ ნაწილსა და დავალებების შესრულების სტრატეგიებში, რომელთა ფლობა და შესრულება რთული იქნებოდა  დახმარების გარეშე.
დღეს ვიმუშავეთ word- ში      და       power point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება.  გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში.გავეცანით Viewer-ის სახელმძღვანელოში მოცემულ სხვადასხვა შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. შევიტანე ცვლილებები პროექტის გეგმაში.

суббота, 18 июня 2016 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

დღეს მიმოვიხილეთ , თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შერჩეულ თემაში ინტერნეტს. როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და მიზანმიმართულად გამოყენება.როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, მოსწავლეთა შეფასებისას და სწავლების პროცესის  ხელშესაწყობად. შევქმენით და განვიხილეთ  მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციები, შევაფასეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების მიხედვით. შევიტანეთ სათანადო ცვლილებები ჩვენს პროექტის გეგმაში.




пятница, 17 июня 2016 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა , დავფიქრებულიყავი , რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ,დღეს განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ ჩვენს სასწავლო  პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. გავეცანით იმ   ინტერაქტიურ ინტერნეტრესურსებს, რომლებიც ხელს შეგვიწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში. გავეცანით იმ ვებსაიტებს , რომელთა გამოყენებაც სასარგებლოა ინფორმაციის ეფექტურად მოძიებისათვის. 
გავეცანით, ელექტრონული მედიის გამოყენებისას.  თუ  როგორ უნდა დავიცვათ სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. გავეცანით საავტორო უფლებების კანონმდებლობას და რესურსების სამართლიანი გამოყენების წესებს. კერძოდ,ინტერნეტ მასალის  გამოყენებისას უნდა გავაკეთოთ  გადმოწერილი სურათების, აუდიოფაილებისა და ტექსტის  დოკუმენტირება.


воскресенье, 5 июня 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია. დღეს განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა  მეთოდი. ვისაუბრეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მნიშვნელობაზე სასწავლო პროექტის განხორციელებისას. რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებას და პროგრესის მონიტორინგს.რა ფორმით ჩავრთავთ მოსწავლეებს პროექტის მოლოდინებისა და კრიტერიუმების განხილვაში, რათა ისწავლონ დამოუკიდებლად სწავლის პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას. ჩვენს პორტფოლიოში მოვათავსეთ შესაბამისი დოკუმენტები. დავიწყეთ პრეზენტაციის მომზადება ჩვენს სასწავლო პროექტზე.

суббота, 4 июня 2016 г.

პირველი და მეორე მოდულების რეფლექსია

პირველი და  მეორე დღე: ტრენინგის დასაწყებისას მოხდა ურთიერთგაცნობა. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი და ამოცანები. გავევანით ელექტრონულ სახელმძღვანელო ,,viever"-ს. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს,. შევქმენით ახალი ბლოგი ვისაუბრეთ როგორ უნდა დაეხმაროს პროექტი მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
 პროექტი შესაძლებლობას  იძლევა  სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს,მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.

მესამე დღის რეფლექსია. დავგეგმეთ პროექტი , რომელზეც ვიმუშავებთ. შევარჩიეთ ესგ-დან მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები. ვიმუშავეთ , თუ  როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები. სასწავლო გეგმაში ჩავწერეთ მიზნები, რომელიც გათვლილია მაღალ სააზროვნო უნარებზე.ამ უნარების განვითარებისათვის აუცილებელია სწორად იქნას დასმული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში. ამ მიმართულებით ვიმუშავეთ პრაქტიკულად და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები  . დღემ საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა.
შევქმენით პუბლიკაცია პროექტის თემაზე.