დღეს ჩვენ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს დასრულებაზე და მოვამზადეთ მასალა პრეზენტაციისათვის. დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
პროექტის ჩვენების დადებით მხარეზე ფიქრისას მნიშვნელოვანია , თუ როგორ მოვაწყობთ პროექტის ჩვენებას კლასში, აუდიტორიის წინაშე. შესაძლებელია გამოვიყენოთ მცირე ჯგუფებში ჩვენება-რაც გულისხმობს 4-5 კაციან ჯგუფს, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევარს და გაუზიარებენ უკუკავშირს. როტაციის პრინციპი- გულისხმობს მოსწავლეთა ნაწილის დგომას კომპიუტერებთან და მეორე ნაწილისა და სტუმრების გადაადგილებას მათი კომპიუტერებისკენ , რომლებიც აფასებენ მათ ნამუშევარს. ეს აქტივობა სრულდება ჯგუფური დისკუსიით.
მთლიან ჯგუფთან-რაც გულისხმობს თითოეული მოსწავლის მიერ პროექტორით თავისი ნამუშევრის ჩვენებას. გამოიყოფა დრო კითხვებისათვის. შეფასების ჯგუფი შეფასების რუბრიკით აფასებს პრეზენტაციას.
ინტელის ტრენინგი 9 დღეს გრძელდებოდა. ყველა დღე საინტერესო და დატვირთული იყო. ცოდნა ,რომელიც მივიღეთ ამ დღეებში ნამდვილად გამოგვადგება ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში. ტრენინგის მსვლელობისას ვმუშაობდი პროექტზე -სულხან-საბას ნაკვალევზე. პროექტის შექმნის ყველა ეტაპი გავიარეთ და მისი წარდგენა მოვახდინეთ მოდულის ბოლო დღეს. ჩემი და ჩემი ჯგუფის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერ ლილი ზოიძეს, რომელმაც დიდი ენტუზიაზმით და გულისხმიერებით იმუშავა ჩვენთან, მოგვაწოდა სიახლეები და გვასწავლა ,თუ როგორ გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში. მადლობას ვუხდი განათლების სამინისტროს ასე რომ ზრუნავს ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.